ავტოსაგზაო შემთხვევა

ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი სამ ავტომობილს შეეჯახა, დაშავდა ოთხი ადამიანი

ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი სამ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შედეგად, ოთხმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები