რუსეთი-უკრაინა

რუსეთმა უკრაინელ პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა

დმიტრი მედვედევი
Reuters

რუსეთმა უკრაინას სანქციები დაუწესა. სანქციები ასობით პოლიტიკოსს და ბინეზნესებს შეეხება, რომელთაც უკრაინელი ბიზნესმენები ფლობენ. სანქციები 322 ინდივიდს და 68 ბიზნესს შეეხება, მათ შორის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შვილს და ყოფილ პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს.

განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი. რუსეთის მთავრობის თქმით ეს კონტრ-სანქციებია და უკრაინას რუსეთისათვის შემოღებული სანქციების საპასუხოდ დაუწესდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ოქტომბერს უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტი ძალაში ხელის მოწერისთანავე შევიდა და იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს.

კომენტარები