ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ცოლ-ქმარს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ShutterStock

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, ცოლ-ქმარი მ.ა. და ლ.ს. დამნაშავედ ცნო. მათ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"დადგინდა, რომ ლ.ს.-მ და მ.ა.-მ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, ლ.ს. - 0,94486 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, ხოლო მისი მეუღლე მ.ა. - 2,79087 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ეს ნარკოტიკული ნივთიერებები ლ.ს.-სგან და მ.ა.-სგან სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 თებერვალს ქ.ბათუმში ამოიღეს" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები