დები კარდაშიანები და ჯენერები ჰელოუნის წვეულებაზე ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებივით გამოეწყვნენ.
კიმს, კორტნისა და ქლოე კარდაშიანებს, კენდალ და კაილი ჯენერებს ვიქტორია სეკრეტის თეთრეული ეცვათ და ბრენდისთვის დამახასიათებელი მასიური ფრთები ეკეთათ.
კარდაშიანებსა და ჯენერებს კოსტუმები ვიქტორია სეკრეტმა გაუგზავნა.
"მადლობა ვიქტორია სეკრეტს კოსტუმებისა და ნამდვილის ფრთების გამოგზავნისთვის. ოცნება ახდა! გავხდი ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი ერთი ღამით, კენდალმა კი კარგი პრაქტიკა გაიარა", - წერს კიმ კარდაშიანი.