არჩევნები 2018

რამდენს უხდის სალომე ზურაბიშვილი მომღერლებს მის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაში სიმღერისთვის მომღერლებსა და მსახიობებს 500 და 600 ლარი გადაუხადეს, მუსიკალური ბენდების წევრებს კი უფრო ნაკლები.

აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მუსიკალური პროგრამის რეჟისურა და სცენარის უზრუნველყოფა დიზაინერ ბაკურ ბაკურაძეს ეკუთვნოდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ნინო ბურჯანაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას 25 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გამართული ღონისძიების მუსიკალური პროგრამის რეჟისურასა და სცენარის უზრუნველყოფაში სალომე ზურაბიშვილმა 1000 ლარი გადაუხადა. 

რაც შეეხება მომღერლებსა და მსახიობებს, საკონცერტო პროგრამის შესრულებაში 500 ლარი აიღეს კულტურის სფეროს შემდეგმა წარმომადგენლებმა:

  • ბეგლარ ჩხაიძე
  • სალომე ბაკურაძე
  • სოფიკო ხალვაში
  • ნინი ქარსელაძე
  • ელენე ფოჩხუა
  • თემურ თათარაშვილი
  • მარიკა თხელიძე
  • თიკა ჯამბურია
  • აჩიკო მეფარიძე
  • ცისანა სეფიაშვილი
  • ჯემალ სეფიაშვილი
  • აჩიკო ნიჟარაძე
  • ზურაბ დოიჯაშილი
  • რომა რცხილაძე
  • ლევან მგალობლიშვილი
  • ირაკლი ნოზაძე
  • პაატა ხაჩიძე.

საკონცერტო პროგრამის შესრულებაში 600 ლარი აიღეს კულტურის სფეროს შემდეგმა წარმომადგენლებმა:

  • პაატა გულიაშვილი
  • აჩი ფურცელაძე
  • სალომე გოგიაშვილი.

გარდა ამისა, ჯგუფ "ფორტეს" წევრებს 250-250 ლარი გადაუხადეს. მათ შორის არიან: ზურაბ მანჯავიძე, ირინე კახნიაშვილი, მანანა მაისურაძე, ნინო ახობაძე.

საკონცერტო პროგრამის შესრულებაში 571-571 ლარი მიიღეს "ქართული ხმების" წევრებმა, მათ შორის: გივი ბაკურაძემ, გრიგოლ აბესაძემ, დავით კიკაბიძემ, ზურაბ ბაკურაძემ, იასონ მეუნარგიამ, კახაბერ გრიგალაშვილმა, ლევან ვეშაპიძემ.

​გარდა ამისა, საკონცერტო პროგრამის შესრულებაში 200-200 ლარი აიღეს ალექსანდრე კობახიძემ, არჩილ ბერიძემ და გიორგი დავითიანმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი "შვიდკაცაც", რომლის წევრებს 142.9 ლარი გადაუხადეს. მათ შორის არიან: ბიძინა ზათიაშვილი, გიორგი ლომთათიძე, დავით ნოზაძე, დავით შიშნიაშვილი, ლევანი თოლორდავა, ნიკოლოზ კირვალიძე და ნოდარი მეტრეველი.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება სპორტის სასახლეში 25 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის შვილები, მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. ასევე, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც, ასევე, ბადრი პატარკაციშვილის და.

კომენტარები