ოჯახური ძალადობა

გორში მამაკაცმა დედა დაჭრა, ცოლს სცემა, შვილს კი პირში იძულებით "გაურკვეველი წამლები" ჩაუდო

შსს

რამდენიმე დღის წინ, გორში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სცემა, დედა დაჭრა, ხოლო, გავრცელებული ინფორმაციით, შვილს პირში ნარკოტიკები ჩაუდო.

შვილის მიმამართ ნარკოტიკული საშუალებების იძულებით პირში ჩადებასთან დაკავშირებით, შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ნარკოტიკების ჩატენვას არ ადასტურებენ - "დასტურდება გაურკვეველი სამედიცინო მედიკამენტების იძულებითი ჩატენვის ფაქტი, მაგრამ უცნობია რა ტიპის მედიკამენტების", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

უწყების ცნობით, მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე [ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] და 126-ე პრიმა მულით [რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვას. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ, სანქციის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 100-დან 200 საათამდე, თავისუფლების შეზღუდვას ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე] მიმდინარეობს

კომენტარები