არჩევნები 2018

EPP-ის პრეზიდენტი: საქართველოში ოპოზიციის მიმართ ძალადობის ტალღა შემაძრწუნებელია

maszol.ro

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი ახალქალაქში ოპოზიციის წევრებზე თავდასხმას „შემაძრწუნებელს“ უწოდებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი გარემო არჩევნების მეორე ტურისთვის.

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომი ძალადობის ტალღა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ და ოპოზიციასთან დაკავშირებული წარმომადგენლების მიმართ, შემაძრწუნებელია. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ, მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი გარემო არჩევნების მეორე ტურისთვის“, - წერს დოლი Twitter-ზე.

ახალქალაქში ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრებს თავს 30 ოქტომბერს დაესხნენ. შტაბის წევრებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები