ბრაზილია

ბრაზილიის ახლადარჩეული პრეზიდენტი ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანას გეგმავს

0 კომენტარი
ჟაირ ბოლსონარო ფოტო: Reuters

ბრაზილიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ ისრაელში ბრაზილიის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას გეგმავს.

"როგორც კამპანიის დროს ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ გადავიტანოთ ბრაზილიის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში. ისრაელი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამას პატივს ვცემთ." დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლსონაროს გადაწყვეტილებას მიესალმება.

"მე ვულოცავ ჩემს მეგობარს, ბრაზილიის არჩეულ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს, მისი გადაწყვეტილებისათვის გადაიტანოს ბრაზილიის საელჩო იერუსალიმში, რაც ისტორიული და სწორი ნაბიჯია." ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

იერუსალიმში საელჩოები უკვე გადაიტანეს აშშ-მა და გვატემალამ. პარაგვაიმ საელჩო გადატანიდან მალევე, ახალი პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტეზის არჩევის შემდეგ, თელ-ავივში დააბრუნა. საელჩოს იერუსალიმში გადატანას განიხილავს ავსტრალიაც.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა, ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა. მან ხმათა 55,2%-ის მოპოვება შეძლო, ხოლო მისმა ოპონენტმა, მემარცხენე მუშათა პარტიის წარმომადგენელმა ფერნანდო ჰადადმა ხმათა 44,8% მიიღო.

ჟაირ ბოლსონარო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2019 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები