Game of thrones

GAME OF THRONES-ის ფინალური სეზონის პირველი ოფიციალური სურათი გამოქვეყნდა

ჟურნალმა Entertainment Weekly-მ სერიალ Game of Thrones-ის ფინალური სეზონის პირველი ოფიციალური სურათი გამოქვეყნა, სადაც დენერის ტარგარიენი და ჯონ სნოუ ერთად, ჩახუტებულები დგანან.

"პირველი ოფიციალური სურათი Game of Thrones-დან, ფინალური სეზონი აქ არის!" - წერს ჟურნალი.

ჯერჯერობით უცნობია სერიალის მერვე სეზონის გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა სავარაუდოდ ის 2019 წლის აპრილში გამოვა.

კომენტარები