რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

კობახიძე: შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია

პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რიგგარეშე საპარლამერნტო არჩევნები გამორიცხულია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არის გამორიცხული, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ" - ამბობს კობახიძე.

პატრიოტთა ალიანსის და სხვა ჯგუფების მხარდაჭერაზე, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ზოგადად მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოება დადგეს იმ იდეის გვერდით, რასაც ჰქვია ნაცმოძრაობის არდაბრუნება". მისივე თქმით, "ნაცმოძრაობის დაბრუნების შანსი არ არსებობს და ამის გარანტი არის საზოგადოების განწყობა, ამას დავინახავთ არჩევნების მეორე ტურში".

აღსანიშნავია, რომ გუშინ ნეონაცისტური დაჯგუფების "ქართულმა მარშის" წევრებმა თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა - გამოიწვევდა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს და დანიშნავდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. დღეს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტს გამოიწვევს, რასაც ქართული მარში საკუთარ გამარჯვებას უწოდებს.

კომენტარები