ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.8 თეთრით, ევროსთან - 2.9 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ლაერი დოლართან 0.81 თეთრით, ევროსთან კი - 2.94 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 3.1170 ლარი.

უცხოური ვალუტის ღირებულება კომერციულ ბანკებსა და სავაჭრო პუნქტებში უფრო მეტია. ერთი დოლარის შეძენა 2.74-2.76 ლარად არის შესაძლებელი, ერთი ევროსი - 3.14-3.17 ლარად.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ლარი ერთ თვეზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. 

კომენტარები