ცნობილი ადამიანები

კენდალ ჯენერი: ვტიროდი, მეგონა არასდროს მეყოლებოდა მეგობრები

wmagazine.com

ამერიკელმა მოდელმა, კენდალ ჯენერმა ZAZA WORLD RADIO-თან ბავშვობასა და მის დაზე, კაილი ჯენერზე ისაუბრა.

მოდელის თქმით, სკოლაში მას ეგონა, რომ მეგობრები არასდროს არ ეყოლებოდა.

"ოთახში ვიჯექი და ძალიან ბევრს ვტიროდი, რადგან კაილის ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, არ ვიცოდი რა მექნა და ეს ახლაც ძალიან ემოციურ ხასიათზე მაყენებს. ვფიქრობდი, რომ მეგობრები არასდროს მეყოლებოდა", - თქვა კენდალ ჯენერმა.

ჟურნალ ფორბსის მონაცემებით, 2017 წელს კენდალ ჯენერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო, წელიწადში 22 მილიონი ამერიკული დოლარით.

"კაილიმ და მე როლები გავცვალეთ, კაილი ბედნიერია. მე ის მიყვარს, მაგრამ ეს სიგიჟეა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე კაილიზე მეტი მეგობარი მეყოლებოდა. ეს არ არის შეჯიბრი, არ მინდა უცნაურად გაიგოთ, ის ძალიან ბედნიერია თავისი ცხოვრებით", - თქვა კენდალ ჯენერმა.

კომენტარები