სარკინიგზო ავარია

რკინიგზის გომი-აგარას გადასარბენზე მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

2020news

საქართველის რკინიგზის ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 9:30 წუთზე, გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

"საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის",- აცხადებენ რკინიგზის ადმინისტრაციაში.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. 

კომენტარები