ლიონელ მესისა და მამამისს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესისა და მამამის ხორხეს ბრალი ფულის გათეთრებაში ედებათ. Todo Noticias-ის ცნობით, არგენტინის ეკონომიკური საკითხების პროკურორი პაბლო ტურანო ამბობს, რომ მამა-შვილს თავიანთი საქველმოქმედო ფონდი თანხის გასათეთრებლად აქვთ დაფუძნებული.

უახლოეს მომავალში, ტურანო სასამართლოს თავის ფაქტებსა და დოკუმენტებს წარუდგენს. ამის შემდეგ გადაწყდება, აღიძრება თუ არა საქმე მესების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ მესის ბრალი გადასახადების დამალვაშიც ედებოდა. 31 წლის არგენტინელი 250 ათასი ევროთი დაჯარიმდა. ფეხბურთელი ამბობს, რომ მის ფინანსურ საქმეებს მამამისი აგვარებს, თავად კი, მხოლოდ საბუთებს აწერს ხელს.

კომენტარები