სტიქია იტალიაში

იტალიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

იტალიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.. 

CNN-ის ცნობით, მათი უმეტესობა ხეების ან განათების ბოძების დაცემის შედეგად დაიღუპნენ. 

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობამ და ძლიერმა ქარმა 14 მილიონი ხე გაანადგურა. ქალაქები ნაწილობრივ დაიტბორა.

ვენეციის 75% დაიტბორა. მიზეზი ტალღებია, რომელიც, თავის მხრივ, ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ოქტომბრის ბოლოს იტალიაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა, სიცილია და სარდინიაც. ძლიერმა ქარმა მილანში ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ დროის მონაცემებით, ზარალი ერთ მილიარდ ევროს აღწევს.  

კომენტარები