უეინ რუნი

უეინ რუნის ინგლისის ნაკრებიდან 15 ნოემბერს გააცილებენ

ვეტერან ფორვარდ უეინ რუნის ინგლისის ეროვნული ნაკრებიდან 15 ნოემბერს გააცილებენ. ამერიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, 33 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდის მაისურს უკანასკნელად მოირგებს.

"მიხარია, რომ დამაფასეს და ნაკრებში კიდევ ერთი მატჩის ჩატარება მომიწევს. ამ დღეს მოუთმენლად ველი", - განაცხადა "დი სი იუნაიტედის" კაპიტანმა.

უეინ რუნიმ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2003 წელს ითამაშა. "სამი ლომის" შემადგენლობაში მან 119 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი მიითვალა. რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარები