ცნობილი ადამიანები

ბრეტ პიტისა და ლეონარდო დიკაპრიოს ვიდეო, სადაც პოლიტიკურ მიმართვებს აკეთებენ

nowthis

ბრედ პიტმა და ლეონარდო დიკაპრიომ ვიდეო ჩაწერეს, სადაც ხალხს მოუწოდებენ, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ.

"ეს არჩევნები შესაძლოა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში", - ამბობს ლეონარდო დიკაპრიო.

ვიდეოში მსახიობები ასევე საუბრობენ იმ პრობლემებზე რაც მათი თქმით აქტუალურია.

"ახლა ბევრი რამე დევს სასწორზე, იარაღის კონტროლის საკითხი, იმიგრაციის პოლიტიკა, სუფთა ჰაერი და წყალი და ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა აღარ ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვაზე", - ამბობს ლეონარდო დიკაპრიო.

ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი ხალხს მოუწოდებს, რომ შევიდნენ TheLastWeekend.org-ზე და ჩაერთონ არჩევნების მიმდინარეობაში.

"ეს არჩევნები განაპირობებს როგორ იქნება მომავალში კლიმატის ცვლილება, სისხლის სამართლის რეფორმა, განათლების დაფინანსება, ლგბტქ თანასწორობა და თუნდაც, შენი უფლება მისცე ხმა", - ამბობს ბრედ პიტი.

კომენტარები