ფეხბურთი

ჰოლანდიის ჩემპიონატში მინდორზე შიშველი ქალი შევარდა (VIDEO)

ჰოლანდიის მესამე დივიზიონში, "რინსგბურს ბოისისა" და აფკ-ს მატჩში მინდორზე შიშველი ქალი შეიჭრა. მან თითქმის მთელი მოედანი გაირბინა და ტრიბუნაზე დაბრუნდა.

შემთხვევა იმდენად მოულოდნელი და კურიოზული იყო, რომ სტიუარდებს ქალის შეჩერება არც კი უცდიათ. მატჩი "რინსგბურს ბოისმა" 2:6 წააგო, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა კი, ერთხმად აღნიშნეს, რომ შეხვედრის ყველაზე სახალისო მომენტი შიშველი ქალის გამოჩენა იყო.

კომენტარები