ინდოეთი

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონემ დასაშვებს 20-ჯერ გადააჭარბა

Getty Images

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებემლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომინდირებულ ლიმიტს 20-ჯერ გადააჭარბა.

ქალაქში სმოგის გამო ხილვადობა დაეცა, ხოლო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი სიცოცხლისათვის საშიშ კატეგორიას აღწევს.

მომდევნო დღეებში სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი, რადგან ინდოეთში დივალის დღესასწაულის ფეიერვერკებით აღსანიშნავად ემზადებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ფეიერვერკებისათვის დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი გამოყო, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ შეზღუდვის დაცვის გაკონტროლება რთული იქნება. მთავრობა მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ამჟამად დელი მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით მეექვსე ადგილზეა.

კომენტარები