აშშ-ის შუალედური არჩევნები

ტრამპის ბოლო მიმართვა შუალედურ არჩევნებამდე: ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, სასწორზეა

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების დაწყებამდე ამომრჩეველს მიმართა.

"ხვალ ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, სასწორზეა." თქვა მან.

ოჰაიოში, ინდიანასა და მისურის შტატებში ამომრჩეველთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ისინი აშშ-ის ეკონომიკას ზიანს მოუტანენ და ქვეყანაში უფრო მეტ არალეგალ მიგრანტს შემოუშვებენ.

აშშ-ში შუალედური არჩევნები დღეს იმართება. ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს და 35 სენატორს ირჩევენ. 36 შტატში ირჩევენ ახალ გუბერნატორსაც.

პრეზიდენტი ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შტატში ჩავიდა და რესპუბლიკელ კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დემოკრატი კანდიდატების მხარდასაჭერად ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

არსებული პროგნოზებით არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა რეკორდული რაოდნობა მიიღებს. 34.3 მილიონმა ადამიანმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც 2014 წლის არჩევნებთან შედარებით 6.8 მილიონით მეტია.

კომენტარები