საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა ქვეყანაში პირველი ბირთვული კვლევის რეაქტორის მშენებლობა დაიწყო

0 კომენტარი
მუჰამედ ბინ სალმანი ფოტო: Reuters

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა ქვეყნის პირველი ბირთვული კვლევის რეაქტორის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. მცირე ზომის რეაქტორი კვლევისათვის და სამედიცინო და საწარმოო დანიშნულებით რადიოაქტიური იზოტოპების შესაქმნელად გამოიყენება.

მუჰამედ ბინ სალმანმა მეფე აბდულაზიზის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ქალაქში 7 სტრატეგიული პროექტი დაიწყო, მათ შორის არის განახლებადი და ბირთვული ენერგიის კვლევა, წლის გამტკნარების პროექტი, გენეტიკური მედიცინის და საჰაერო ხომალდების წარმოების პროექტები.

ეს პროექტები საუდის არაბეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის ფარგლებში ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ მიმდინარე წლის მარტში თქვა, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, საუდის არაბეთიც იმუშავებს ამაზე.

"საუდის არაბეთს არ სურს ატომური ბომბი ქონა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ თუ ირანი შექმნის ატომურ ბომბს, ჩვენც გავაკეთებთ ამას შესაძლო უმოკლეს ვადაში." თქვა მუჰამედ ბინ სალმანმა CBS-თან ინტერვიუში.

გასულ წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თქვა, რომ საუდის არაბეთის მთავრობა მომდევნო წლებში ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბირთვული ენერგიის ორი რეაქტორის აშენებას აპირებდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში სამეფო სპარსეთის ყურეში ამ მიმართულებით მეორე ქვეყანა გახდება არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ, რომელიც ამჟამად ოთხ ბირთვულ რეაქტორს აშენებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები