ოთარ ფარცხალაძე

პროკურორი: ფარცხალაძის საქმის გამოძიება ყოფითი ინციდენტის გამო დაიწყო

პროკურატურა

პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყების რეალური მიზეზი ყოფითი ინციდენტია

მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ფარცხალაძის მიერ აუდიტის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის მიზეზის შესახებ. 

"მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ამ საქმის დაწყების რეალური მიზეზი არის ყოფითი ინციდენტი, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი. ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან არის სრულიად დეოლიტიზირებული, ჩვენ ამ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. რაც შეეხება თქვენს ვერსიას, რომ თითქოსდა ამის მიზეზი არის აუდიტის დასკვნა, ამაზეც მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში და უფრო მეტიც, ის დასკვნით ფაზაშია. ამ საქმეშიც ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დადებენ დასკვნას და გახდება ცნობილი", - თქვა პროკურორმა. 

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"ეს შეეხება ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიერ 580 ათას ლარად 2 მილიონ 600 ათასი ლარის აქტივის მქონე კომპანიის შესყიდვაზე, რომელიც რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავდა. შემდგომში ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩანაცვლების შემდგომ ასევე, კიდევ ჩატარდა აუქციონი, რომელიც ასევე, 40 პროცენტით ნაკლებ ფასში პირდაპირ მიყიდეს ფარცხალაძის კომპანიას,“ – თქვა მაშინ ლაშა თორდიამ.

საქმის პროკურორის სხვა განცხადებები ფარცხალაძის საქმის გამოძიების შესახებ ნახეთ აქ

კომენტარები