პარლამენტი

"სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის" - ეკა ბესელიამ დოკუმენტების კრებული გამოსცა

1tv.ge

დღეს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

„წიგნი დაიბადა ფიქრით, იდეითა და საჭიროებით. 2013 წელს დამჭირდა, რომ ასეთი წიგნი ყოფილიყო. კომიტეტებს ნიმუში და სტანდარტი სჭირდებათ, რითაც პროდუქტს ქმნიან. ეს არის ექვსი წლის ნააზრევი და ნამსჯელი. წიგნში პრაქტიკული რჩევებია მოცემული, კანონი როგორ უნდა შეიქმნას და პარლამენტი საკანონმდებლო პროცესში როგორ მუშაობს”, – თქვა ბესელიამ.

კრებული ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა.

ბესელიას თქმით, მასში მოცემული დოკუმენტები საპარლამენტო კომიტეტებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება. წიგნში ეკა ბესელიას მიერ შემუშავებული დოკუმენტები და ნიმუშებია შეკრებილი. 

წიგნის გამოცემა დეპუტატმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს მიუძღვნა.

კომენტარები