თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 7 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს. 

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისკლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ქინძმარაულის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები