რუსთაველის გამზირზე წინა ხელისუფლების მმართველობის წლებს აპროტესტებენ. აქცია, სახელწოდებით "მე ვიცავ თავისუფლებას", რუსთაველის თეატრში დაიწყო და შემდეგ, ქუჩაში გაგრძელდა. სიტყვით ქართული ოცნების მხარდამჭერები გამოვიდნენ. ისინი მოუწოდებენ ყველას, მეორე ტურში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.
ქართული ოცნების აქტივისტები 11 ნოემბერს თელავში ჩაატარებენ აქციას, 16 ნოემბერს - ბათუმში, 17 ნოემბერს - ქუთაისსა და სამტრედიაში, 20 ნოემბერს - გორში, შემდეგ რუსთავში, ხოლო არჩევნების წინა დღით - 17:00-ზე, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და "გრანდიოზულ მსვლელობას" მოაწყობენ.