ერთა ლიგა

ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელი: მიკვირს, რომ საქართველო ერთა ლიგის D დივიზიონშია

0 კომენტარი

ლიეტუვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მანტას კუკლისმა უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შესახებ ისაუბრა. 31 წლის ფეხბურთელს უკვირს ის, რომ საქართველოს ნაკრები ყველაზე დაბალი რანგის D ლიგაში თამაშობს.

"უცნაურია, რომ ლიეტუვა C დივიზიონშია, საქართველო და ბელარუსი კი, D ლიგაში განაწილდნენ. D დივიზიონში ჩვენს ნაკრებს რომ ეთამაშა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა", - განუცხადა მანტას კუკლისმა vesti.kz-ს.

24 მარტს, საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების ამხანაგურ მატჩში კუკლისმა მინდორზე სრული მეორე ტაიმი გაატარა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლიეტუვის ნაკრები 4:0 დაამარცხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები