საუდის არაბეთი

Middle East Monitor: საუდის არაბეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი ციხეში წამებით მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: Twitter

New Khaleej-ის და Middle East Monitor-ის მიხედვით, საუდელი ჟურნალისტი და მწერალი, თურქი ბინ აბდულაზიზ ალ-ჯასერი ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა.

ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით, ალ-ჯასერი მარტში საუდის არაბეთში Twitter-ის ერთ-ერთ ანგარიშთან, Kashkool-თან კავშირის გამო დააკავეს. ამ ანგარიშზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია საუდის არაბეთის ხელისუფლების და სამეფო ოჯახის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

ანონიმური წყაროების მიხედვით ხელისუფლებამ ანგარიშთან ალ-ჯასერის კავშირი Twitter-ის დუბაიში მდებარე რეგიონულ ოფისში საკუთარი ჯაშუშების მეშვეობით დაადგინა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა აღიარა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა მომხდართან სამეფო ოჯახის წევრების კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

თურქეთის გამოძიების მიხედვით ხაშოგი საკონსულოში მისვლიდან მალევე გაგუდეს. მისი გვამი ამ დრომდე არ არის აღმოჩენილი. ქვეყანა საუდის არაბეთს მოუწოდებს ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 18 პირი თურქეთში გაასამართლონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები