შუალედური არჩევნები აშშ-ში

ტრამპი შუალედურ არჩევნებს აფასებს - რას ცვლის შედეგები მისი პრეზიდენტობისთვის

დონალდ ტრამპი
AFP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების შედეგები რესპუბლიკური პარტიისთვის დიდ მიღწევად შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკელი კანდიდატების წარმატებაზე სენატისთვის ბრძოლაში. 

6 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა, რომელიც ტრამპის ორწლიანი პრეზიდენტობის რეფერენდუმადაც ფასდებოდა. არჩევნებში კონგრესის ორივე პალატისა და 36 გუბერნატორის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. 

არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დემოკრატება მოიპოვეს, თუმცა, რესპუბლიკელებმა სენატში შეძლეს უმრავლესობის შენარჩუნება და გაფართოება. 

შედეგად, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს შეეძლებათ, ხელი შეუშალონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გატარებას საკანონდებლო ინიციატივების დაბლოკვით. ასევე შეეძლებათ ტრამპთან დაკავშირებული გამოძიებების წარმოება.

თავის მხრივ, სენატში პოზიციების გამყარებით ტრამპი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დანიშვნებში მიიღებს მხარდაჭერას ისევე, როგორც საგარეო პოლიტიკაში. სენატის ხმები სჭირდება იმპიჩმენტსაც.

არჩევნების შემდგომ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ ორივე პარტიამ ერთობლივად უნდა იმუშავონ კანონმდებლობაზე.

შუალედურ არჩევნებში რამდენიმე სიახლეც აღინიშნა. 29 წლის ალექსანდა ოკაზიო-კორტეზი ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენი ქალი ხდება აშშ-ის ისტორიაში, მინესოტასა და მიჩიგანში პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალები კონგრესში, ხოლო კანზასსა და ნიუ მექსიკოში პირველი ინდიელი ქალები. ყველა მათგანი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

კომენტარები