აშშ

დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავარი პროკურორი ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან დაითხოვა

დონალდ ტრამპი და ჯეფ სეშენსი
VanityFair

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან დაითხოვა.

ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ჩვენ მადლობას ვუხდით გენერალ ჯეფ სეშენსს გაწეული სამსახურისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას! დროებითი შემცვლელი მალე დასახელდება."

ტრამპი სეშენსს ხშირად აკრიტიკებდა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სეშენსის უარი იყო, მეთვალყურეობა გაეწია რობერტ მალერის სპეციალური გამოძიებისათვის, რომელიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ტრამპის კამპანიის სასარგებლოდ რუსეთის ჩარევას სწავლობს.

ჯეფ სეშენსი წარსულში ალაბამას სენატორი იყო და დონალდ ტრამპს კამპანიის დასაწყისიდან უჭერდა მხარს. გადადგომის წერილში ჩანს, რომ მას თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია:

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, თქვენი თხოვნის მიხედვით, მოგართავს გადადგომის მოთხოვნით." წერია დაუთარიღებელ წერილში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სეშენსის მოვალეობას დროებით მეთიუ ვაითეიქერი შეასრულებს. წარსულში ვაითეიქერი მხარს უჭერდა მალერის გამოძიებისათვის ლიმიტების დაწესებას და სახსრების შემცირებას. დონალდ ტრამპს სპეციალური გამომძიებლის დათხოვნის ან გამოძიების შეჩერების უფლება არ აქვს, თუმცა ეს უფლება ექნება სეშენსის შემცვლელს.

სეშენსის თანამდებობიდან გადაყენება გააკრიტიკეს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლება. სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ტრამპს რაღაც აქვს დასამალი.

კომენტარები