Facebook-ის მესენჯერი

FACEBOOK-ის მესენჯერში მალე შეგეძლებათ გაგზავნილი მესიჯები წაშალოთ

businessinsider.com

Facebook-ის მესენჯერს მალე ახალი სიახლე დაემატება - თქვენ შეგეძლებათ უკვე გაგზავნილი მესიჯი წაშალოთ, ოღონდ 10 წუთის განმავლობაში.

მომხმარებლებს სიახლის მისაღებად მესენჯერის განახლება მოუწევთ. სავარაუდოდ, მესიჯების წაშლის ფუნქცია მესენჯერს ხუთშაბათიდან დაემატება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით მაინც უცნობია.

"თუ თქვენ შემთხვევით არასწორი სურათი გააგზავნეთ, ან არასწორი ინფორმაცია გაავცელეთ ან სრულიად სხვა ადამიანს მიწერეთ მესიჯი", - ეს არის მიზეზები მესენჯერში სიახლის დამატების.


ფოტო: twitter.com/wongmjane

სიახლე მესენჯერს სავარაუდოდ იმ სახით დაემატება, როგორც ეს სურათში არის ნაჩვენები.

კომენტარები