აშშ

კალიფორნიის ბარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები

0 კომენტარი
ფოტო: VC Star

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ბარ Thousand Oaks-სში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლოს ანჯელესის პოლიცია ავრცელებს. ბარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაშავებულია სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. თავად თავდამსხმელი მოკულია.

თავდასხმის დროს ბარში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები