ბოლო 44 წელიწადში ადამიანებმა ველური ბუნების 60% გავანადგურეთ, ბუნების მსოფლიო ფონდის კვლევა

Barcroft / GETTY IMAGES

ბოლო 44 წელიწადში ჩვენ დედამიწის ველური ბუნების 60% გავანადგურეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

1970-2014 წლებში, დედამიწაზე ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, რეფტილიებისა და ამფიბიების თითქმის 60% განადგურგა, მთავარ მიზეზად კი ველურ ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევა სახელდება.

კვლევა წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა (World Wildlife Fund) ჩაატარა. ეს ორგანიზაცია ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ატარებს კვლევებს - ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების და ზოგადად ბუნებრივ რესურსების მოთხოვნის შესახებ და ასევე, თუ რა ეფექტს ახდენს ეს ყოველივე ველურ ბუნებაზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, წლევანდელი შედეგები სავალალოა. კერძოდ:

  • ბოლო 50 წლის მანძილზე მდინარე ამაზონის 20% დაშრა [გაქრა]
  • მსოფლიო მასშტაბით, 2000-2013 წლებში, დაცული ტყის საფარი 92 მილიონი ჰექტრით შემცირდა
  • მიზეზი სახეობათა 75%-ის გადაშენებისა მათი ექსპლუატაცია და სოფლის მეურნეობის განვითარებაა
  • ადამიანის უხეშ ჩარევას დედამიწაზე არსებული ხმელეთის მხოლოდ 25% გადაურჩა. ეს მონაცემი 2050 წლისთვის 10%-მდე შემცირდება.

"მონაცემებზე დაყრდნობით, ნათელია, რომ ბუნება არ არის მხოლოდ "კარგი რამ, რაც გვაქვს", ის მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის" - (WWF)

კომენტარები