არქეოლოგია

ბორნეოს კუნძულის გამოქვაბულში მსოფლიოში ყველაზე ძველი ნახატი აღმოაჩინეს

0 კომენტარი

ბორნეოს კუნძულის ერთ-ერთ გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნახატი, რომელიც, სულ მცირე, 40 000 წლისაა. ის ფიგურატივიზმის ნიმუშია, ვინაიდან მასზე არა აბსტრაქტული ფორმები, არამედ რეალური ობიექტი, ცხოველია გამოსახული.

მკვლევრებმა არ იციან რომელი ცხოველია ეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს სამხრეთ აზიის ტყის ხარი უნდა იყოს, რომელიც კუნძულზე დღესაც ბინადრობს. ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა

გამოქვებული სამხრეთ კალიმანთანის მოშორებულ მთაგრეხილებში, ბორნეოს ინდონეზიურ პროვინციაში მდებარეობს. ახალაღმოჩენილ ნახატთან ერთად, ამ რეგიონის გამოქვაბულების კედლებზე ათასობით სხვა პრეისტორიულ ნახატი, გამოსახულება, ხელების სტენსილები, აბსტრაქტული ნიშნები და სიმბოლოებია გამოსახული. 

ნახატი 5000 წლით უფრო ძველია, ვიდრე ინდონეზიურ კუნძულ სულავესზე და საფრანგეთის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახატები, რომლებზეც ითვლებოდა, რომ გამოქვაბულის ხელოვნების ყველაზე ძველი ნიმუშებია.

ბორნეოს გამოქვაბულის ხელოვნების ნიმუშების დაჯგუფება სამ ფაზად შეიძლება. პირველია მოწითალო-ნარინჯისფერი ხელის სტენსილები და ცხოველების ნახატები, როგორიცაა სამხრეთ აზიური ხარის გამოსახულება. შემდეგი ფაზაა უფრო ახალი ხელის სტენსილები, სიმბოლოები და დახვეწილი ძაფისებრი ადამიანის გამოსახულებები, ზოგიერთი მათგანს თავსაბურავი ახურავს, ზოგიერთი ცეკვავს; ისინი გამოქვაბულის კედლებზე მუქი იასამნისფერითაა დახატული. უკანასკნელი ფაზა კი ადამიანების, ნავების და გეომეტრიული ფორმების შავი გამოსახულებებია.

კვლევის ავტორმა, მაქსიმ აუბერტმა და მისმა გუნდმა რეგიონში ხელოვნების განვითარების ქრონოლოგია ჩამოაყალიბა. ისინი ფიქრობენ, რომ გამოქვაბულის ნახატების პირველი ფაზა, რომელიც დიდი ცხოველების გამოსახვაზე იყო კონცენტრირებული, დაიწყო 40 000-52 000 წლის წინ. მეორე ფაზა 20 000 წლის წინ დაიწყო, როცა ადამიანებმა ადამიანების სამყაროს გამოსახვა დაიწყეს. უკანასკნელი ფაზა კი სულ რაღაც 4 000 წლის წინ დაიწყო. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები