ახალი ტექნოლოგიები

დუბაის პოლიციელები მფრინავ მოტოციკლებზე წვრთნებს იწყებენ

0 კომენტარი
ფოტო: Hoversurf

დუბაის პოლიცია მფრინავ მოტოციკლებზე იწყებს წვრთნას. ამერიკულმა კომპანიამ, Hoversurf-მა 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით დუბაის პოლიციას მფრინავი მოტოციკლის  S3 2019 Hoverbike-ის პირველი მოდელი გადასცა.

დუბაის პოლიციელები მოტოციკლის მართვის სწავლას ამ მოდელზე დაიწყებენ. დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით იმედი აქვთ, რომ პოლიცია მფრინავი მოტოციკლების ხმარებას 2020 წლიდან დაიწყებს რთულად მისაწვდომ ადგილებზე გამოძახებებზე სამუშაოდ.

მოტოციკლის ფრენის რეკომენდებული სიმაღლე 5 მეტრამდეა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე საათში 96 კილომეტრს აღწევს. პილოტთან ერთად მოტოციკლს 10-25 წუთი გადაბმულად ფრენა შეუძლია, ხოლო პილოტის გარეშე 40 წუთი. თითო მოდელის ფასი 150,000 აშშ დოლარია.

ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი რამდენი მფრინავი მოტოციკლის შეძენას აპირებს დუბაის პოლიცია.

მფრინავი მოტოციკლის შეძენა ყველას შეუძლია, თუმცა აშშ-ში მის სამართავად პილოტის ლიცენზიაა საჭირო.

ფოტო: Hoversurf
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები