თბილისის მერია

მერიას რუსთაველზე ნაძვის ხის დადგმა სურს და ზაზა სარალიძეს მიმართავს, აქციის ადგილი შეცვალოს

თბილისის მერია ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართავს, შეცვალონ აქციის ადგილი. ზაზა სარალიძის თქმით, მან 1 ნოემბერს მიმართა მერიას აქციის გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ კი მიიღო წერილი, რომ 7 დეკემბრიდან ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

სარალიძე ამბობს, რომ ამ მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს.

"​მოგვიწოდეს პირდაპირ, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული აუცილებლად.​ ​ხელს ვუშლით როგორც ჩანს ვიღაცებს. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, არც იმ ბავშვებს, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვის ჩვენ დღეს ვიბრძვით. ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნაა, ბრძანებაა თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ" , - ამბობს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, ამ წერილით სახელმწიფო ეუბნება, რომ მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ ექნება და სულ ერთია, სად იდგებიან ისინი.

"ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღმართონ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ ეს, წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერილი და კალაძის უწყებიდან გამოგზავნილი", - ამბობს ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძის თქმით, მერიისგან წერილი 5 ნოემბერს მიიღეს.  

კომენტარები