საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთები 1 ლარი ეღირება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უეფას ერთა ლიგის მატჩის, საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება.

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ერთმანეთს 19 ნოემბერს, დინამო არენაზე დაუპირისპირდებიან. 

ფეხბურთის ფედერაციის თქმით, აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადაუხადონ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. მათივე თქმით, ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის შესარჩევ ჯგუფში 12 ქულით პირველ ადგილზეა.

კომენტარები