რუსული ოკუპაცია

საელჩო: აშშ გმობს რუსეთის "ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის "ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან". საელჩო აღნიშნავს, რომ მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს.

"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია" - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღეა, რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრება დაიწყეს.

კომენტარები