ხვალ, 10 ნოემბერს, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 02 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული ფალიაშვილის და კეკელიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები