კინემატოგრაფია

ფილმები, რომლებიც დაჯილდოების სეზონამდე არ უნდა გამოგრჩეთ

BBC იმ მსახიობებს და რეჟისორებს გაესაუბრა, რომლებსაც დაჯილდოების კარს მომდგარ სეზონზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

The Star is Bornვარსკვლავი დაიბადა

ლედი გაგა ამბობს, რომ ოსკარი ნამდვილი ჯილდო არ არის, მაგრამ BBC დარწმუნებულია, რომ მომღერლის და მსახიობის სახეზე ღიმილს დავინახავთ, თუ 2019 წლის თებერვალში ოსკარს მიიღებს..

მომღერალმა Radio 1 Newsbeat-ს უთხრა, რომ ოსკარზე ნომინირებულია როლისთვის ფილმში The Star is Bornვარსკვლავი დაიბადა.

ეს ლედი გაგასთვის პირველი ფილმია.

ფავორიტი

ოსკაროსანი მსახიობის, ემა სტოუნის თქმით, ფავორიტი "განსაკუთრებულია."

ფილმში დედოფალი ანას რომლის შემსრულებელი, ოლივია ქოლმენი დარწმუნებულია, რომ ოსკარზე საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციას მოიგებს.

"ეს არ არის მნიშვნელოვანად ზუსტი ისტორიული მოვლენები, მაგრამ მიყვარს, რომ პერსონაჟი სასაცილო, კომპლექსური, რთული ქალია,"- თქვა ემა სთოუნმა. 

მშვენიერი ბიჭი

ტიმოთე ჩალამეთი ფილმში ნარკოტიკებთან მებრძოლ ახალგაზრდა კაცს განასახიერებს. ამ შესრულებამ მას უკვე მოუტანა ერთი ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის Hollywood Film Awards-ზე

The Call Me By Your Name-ის ვარსკვლავმა თქვა, რომ რეალური ადამიანის როლის შესრულება "შემაშფოთებელი გამოცდილებაა".

"ამის კეთება მაგარია, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი," - ამბობს ის. 

თუ მსახიობის შესრულებით მაინც არ აღფრთოვანდით, გაიხსენეთ, რომ ტიმოთემ როლისთვის წონაში ბევრი დაიკლო.

ქვრივები

ფილმიში, სამი ქალი ქმრების მიერ დატოვებული ვალებისგან თავის დახსნას ცდილობს. 

"ვფიქრობ, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ხალხს მეტი ფილმის ნახვა სურს ქალების შესახებ. არ მინდა ჩემი პოპულარობა დროებითი იყოს - მინდა ეს შეიცვალოს", - უთხრა BBC-ის ვაიოლა დეივისმა.

ვაიოლამ 2016 წლის სამი მთავარი სამსახიობო პრიზი მოიგო Fences-ში განსახიერებული როლისთვის - ოსკარი, ოქროს გლობუსი და ბაფტა.

ფილმის რეჟისორს, სტივ მაქქუინსაც უკვე აქვს ჯილდოები ფილმისთვის 12 Years A Slave - მონობის 12 წელიწადი. 

"შესანიშნავია, როცა ხალხი ჯილდოებზე საუბრობს, მაგრამ მე ახალს არაფერს ვაკეთებ. მე სინათლეს ძლიერი ისტორიით, ვაიოლა დეივისის მონაწილეობით, ვაშუქებ" - ამბობს ის. 

ნუ დაგვავიწყდება დენიელ კალუუია. შესაძლოა ეს წელი მისთვისაც წარმატებული აღმოჩნდეს. ის გასაოცრად ასრულებს განგსტერის როლს, თუმცა, თავად პერსონაჟი ნამდვილად არ მოგეწონებათ. 

Beale Street-ს ლაპარაკი რომ შესძლებოდა

ფილმი ქალის შესახებაა, რომელიც იბრძვის მისი შეყვარებულისთვის სახელისთვის ღირსების დასაბრუნებლად 1970-იანი წლების ნიუ-იორკში. მოქმედება რასისტული დისკრიმინაციის ფონზე ვითარდება. 

ფილმის რეჟისორი ბარი ჯენკინსია, რომელმაც Moonlight-ის დამსახურებით ორი წლის წინ ოსკარი მოიგო. 

"ხალხი ხედავს ნამუშევარს და ისინი მართლა გრძნობენ და აფასებენ ამას, ემოციას რომელსაც ჩვენ ფილმში ვდებთ", - ამბობს ის.

რეჯინა კინგი კი ბევრის რჩეულია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობის ნომინაციაში. ის მთავარი პერსონაჟის დედას შეუდარებლად ასრულებს.

მერი, შოტლანდიელების დედოფალი

ფილმში მერი, შოტლანდიელების დედოფალში ბიძაშვილებს სურშა რონანი და მარგო რობი თამაშობენ. ფილმში რობის დრამატულ გარდასახვას ვიხილავთ.

სურშა 3 ჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე სხვადასხვა ნომინაციაში, მაგრამ გამარჯვება ვერც ერთხელ მოახერხა. შეიძლება, მეოთხე ცდა მისთვის იღბლიანი აღმოჩნდეს.

პირველი ადამიანი

ფილმი პირველ ადამიანს მთვარეზე, ნილ არმსტრონგს ეხება. მსახიობები რაიან გოსლინგი და კლერი ფროი არიან, რეჟისორი კი "ლა ლა ლენდის" შემქმნელი, დემიენ შაზელია.

რეიენი და კლერი, სავარაუდოდ, წარდგენილნი იქნებიან ოსკარზე, ისევე როგორც თვითონ ფილმი.

ოქროს გლობუსის ნომინაციები 6 დეკემბერს, ბატფას დაჯილდოება 9 იანვარს, ხოლო ოსკარის გადაცემის ცერემონიალი 22 იანვარს გაიმართება.

კომენტარები