საქართველოს საბაჟო საზღვარზე 17 559 ლარის ღირებულების არადეკლარირებული სუნამოები გადაჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში რუსეთის ერთი მოქალაქე მისცა.

როგორც უწყება იტყობინება, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია 17 559 ლარის საბაჟო ღირებულების 195 ერთეული სხვადასხვა დასახელების სუნამო.


 

კომენტარები