ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა, იწვის ცნობილი ვარსკვლავების სახლებიც

Reuters

კალიფორნიაში მასშტაბურმა ხანძარმა 9 ადამიანის სისცოცხლე იმსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 35 ადამიანი. ცეცხლმა 6,700-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

განხორციელდა 250,000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ევაკუაციის ბრძანება შეეხო Thousand Oaks-საც, სადაც რამდენიმე დღის წინ შეიარაღებულმა პირმა ბარში ცეცხლი გახსნა და 12 ადამიანი მოკლა.

ამჟამად ცეცხლი 14,150 ჰექტარ ტერიტორიას უკიდია. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

შტატის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხანძრის სამი ძირითადი კერაა. ერთ-ერთი მათგანი მალიბუსთან ახლოსაა, სადაც ცნობილი პირების სახლები მდებარეობს. მათ შეშფოთება საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოთქვეს.

კიმ კარდაშიანმა დაწერა, რომ ცეცხლმა მისი და კანიე უესტის სახლს მიაღწია. თავად რეპერი და მისი ოჯახი უსაფრთხოდ არიან. მომღერალმა შერმა დაწერა, რომ საფრთხე ემუქრება მის სახლსაც, თუმცა არაფრის გაკეთება შეუძლია. მომღერალმა ლედი გაგამ დაცალა საკუთარი სახლი მალიბუში და ამის ამსახველი ვიდეო ინსტგრამზე გამოაქვეყნა. უკანასკნელი ინფორმაციით მომღერლის 24 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს ხანძარი მიუახლოვდა. საკუთარი სახლის დაცლა მოუხდა რეჟისორ გილერმო დელ ტოროსაც.

კომენტარები