წყალდიდობა

ორდანიაში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაიტბორა პეტრას მიმდებარე ტერიტორია [Video]

SkyNews

იორდანიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალმოვარდნამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიტბორა იუნესკოს მოსფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი პეტრას მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც 3,700 ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ამჟამად მაშველები დაკარგულებს ეძებენ. ქვეყანაში დაიხურა უნივერსიტეტები და სკოლები. სტიქიისაგან დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობა თავს მეჩეთებს აფარებს.

ორი კვირის წინ მკვდარი ზღვის რეგიონში წყალმოვარდნამ 21 ადამიანი იმსხვერპლა. მათი უმეტესობა ბავშვები იყვნენ.

კომენტარები