ხანძარი

ბაღდათში, სოფელ ზეკართან ტყე იწვის

ნოდარ ცხვირაშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ბაღდათში, სოფელ ზეკართან ტყე იწვის. დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი ფართობი.

განცხადების მიხედივთ, რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა.

ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი და დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარები