აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

აქციაზე ზაზა სარალიძის დედა შეუძლოდ გახდა, ის სასწარაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა. შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა მარინა ბრეგაძე.

მარინა ბრეგაძე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე გაშლილია რამდენიმე კარავი.

ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს მივიდეს აქციაზე და დაეხმაროს მას საკუთარი კონსტიტუციური უფლებების აღსრულებაში.

კომენტარები