მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა [Video]

მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს. ამჟამად გაშლილია 20-მდე კარავი.

საკუთარი კარვები გაშალეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების დადგმის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა ხოლო შემდეგ თავად ზაზა სარალიძე. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ საავადმყოფო უკვე დატოვეს და აქციაზე დაბრუნებას აპირებენ.

 

კომენტარები