თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე 1-საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, გურამ ბზვანელის, კოსტავას და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები