მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში

ლაშა ტალახაძე: მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციას

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო და ტურნირის მსვლელობისას 7 რეკორდი დაამყარა. წარმატებულად ჩატარებული პირველობის შემდეგ, ტალახაძემ გულშემატკივრებს სოციალური ქსელით მიმართა.

"საღამო მშვიდობისა. კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონატმა ჩაიარა. ზედიზედ მესამედ მოვახერხე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით გამახარა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმა და მჯერა, რომ არა ტრავმა, ის კვლავ შეძლებდა ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვებას.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, ექიმს, ფედერაციას, სპონსორებს და რაც მთავარია ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო. 

მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული  სამუდამოდ. შევეცდები სამომავლოდაც გაგახაროთ".

კომენტარები