სუმო

ტოჩინოშინს ნოემბრის ბაშოზე მთავარი კონკურენტები გამოაკლდნენ

Japan Times

დღეს, კუნძულ კიუშუზე 2018 წლის უკანასკნელი ბაშო დაიწყება, სადაც ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე გამარჯვების უმთავრესი ფავორიტი გახლავთ. ტრავმების გამო, ტურნირზე ვერ ვიხილავთ 41-გზის გამარჯვებულ ჰაკუჰოსა და იოკოძუნა კაკურიუს, რაც ტოჩინოშინის შანსებს ერთი-ორად ზრდის.

კისენოსატოს სახით, ტურნირზე ერთადერთი იოკოძუნა რჩება, მაგრამ მებრძოლი ფორმაში არაა და ექსპერტები მის შანსებს მცირედით აფასებენ. კისენოსატოს მძიმე ტრავმა ჰქონდა და სექტემბერში კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

ამჟამად, ტურნირის ფავორიტები ტოჩინოშინი, ტაკაიასუ და გოიედო არიან. სამივე მათგანი ოძეკის ტიტულის მფლობელია. ბაშო დღეს დაიწყება და 25 ნოემბერს დასრულდება.

 

კომენტარები