ბერა ივანიშვილის ქორწილი

ბერა ივანიშვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველში საპატრიარქო ტახტი აიღეს

ბერა ივანიშვილის ქორწილი

ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის ცერემონიისთვის სვეტიცხოვლის ტაძრის ცენტრში დაბრძანებული საპატრიარქო კათედრა აიღეს.

საპატრიარქო ტახტის აღება სავარაუდოდ პატარძლის სვეტიცხოველში საზეიმოდ შესვლისთვის გახდა საჭირო.

რიტუალის ეს ნაწილი ივანიშვილის ქორწილში დასავლური ტრადიციით შესრულდა. სიძე პატარძალს საკურთხეველთან ელოდებოდა, სანამ ქალს მამა ამბიონისკენ მიაცილებდა.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო კათედრა, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელთა მთავარი საბრძანისია.

კომენტარები