პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის თავი მასშტაბური მსვლელობით აღნიშნეს.
ოპოზიციურმა პარტიებმა და ქვეყნის რამდენიმე ყოფილმა პრეზიდენტმა ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან მასში ულტრა მემარჯვენე ძალებიც მონაწილეობდნენ.
მსვლელობა გამართეს პოლონელმა ნაციონალისტებმა და ანტი-ფაშისტებმაც. მარშის ზოგიერთი მონაწილე პოლონეთის დროშის გარდა, სხვადასხვა ბანერებითაც გამოჩნდნენ.
პოლონეთმა დამოუკიდებლობა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოიპოვა.